ოდაბანის სპრეი

45.00 
ფასი ქულებში: 450 ქულა
მიიღეთ: 50 ქულა
1
გაყიდვაშია
+
შეძენა 1 წკაპის დაჭერით

ოდაბან სპრეი - ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგო პროდუქცია

ოდაბან სპრეი გამოიყენება სხეულის ნებისმიერი მიდამოს ჭარბი ოფლიანობის დროს: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, საზარდულის მიდამოები, პროთეზირებული კიდურები

ოდაბან სპრეი გამოიყენება ღამით! ძილის წინ! ამ დროს ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ოფლის გამოყოფა დაყვანილია მინიმუმამდე, ამიტომ ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს ღამით. ოდაბანის გამოყენებამდე , საჭიროა პრობლემური ზონის დაბანა და კარგად გამშრალება,( სრული სიმშრალის მისაღებად შესაძლებელია თმის საშრობის გამოყენებაც). დამუშავებული ზონა ჩამოიბანება მეორე დილით გრილი წყლის და საპნის დახმარებით. ღამით, ოდაბან სპრეის მიბკურების შემდეგ, თუ გამოვლინდა წვა და ქავილი, რეკომენდებულია საბავშვო ტალკის გამოყენება. ნუ გამოიყენებთ ოდაბან სპრეის დიდი რაოდენობით, საკმარისია ერთი ან ორი მიბკურება პრობლემურ ზონაზე. სახეზე ოდაბან სპრეი გამოიყენება ბამბის დახმარებით! საჭიროა ბამბის მსუბუქი დასველება და შემდეგ მისი წასმა სახის იმ მიდამოებში სადაც გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით ოფლი. განსაკუთრებული მითითებები:  არ გამოიყენოთ ოდაბანი დღის განმავლობაში!  არ შეიძლება ოდაბანის შესხმა უშუალოდ სახეზე!( ამ შემთხვევაში გამოიყენეთ იგი ბამბის ტამპონის საშუალებით)  ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.  არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).  ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ. ოდაბან სპრეი თავიდან გამოიყენება დღე გამოშვებით . შედეგის მიღების შემდეგ მისი მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს : კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ. ხელების და ფეხების შემთხვევაში საჭიროა უფრო დიდი რაოდენობით გამოყენება, ვიდრე სხვა პრობლემური ზონების შემთხვევაში.
ტექსტი

შეიძინეთ ერთად

სრული საწყისი ღირებულება 150.00 ₾
აქციის ფასი 135.00 ₾